logo
ENG



მოზარდთან სექსუალური ხასიათის ქმედების ძალადობით ჩადენისთვის კაცს 15 წელი მიუსაჯეს

15 თებ 202215:51
3 წუთის საკითხავი
 
მოზარდთან სექსუალური ხასიათის ქმედების ძალადობით ჩადენისთვის კაცს 15 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, პირი, რომელმაც თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, "სექსუალური ხასიათის ქმედების" ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 15 წელი მიუსაჯეს. 

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, რამდენჯერმე განახორციელა არასრულწლოვანთან "სექსუალური ხასიათის ქმედებები".

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კაცი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ემუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 


close დახურვა