logo
ENG



მოკავშირეების ხელშეწყობით, 60 000 უკრაინელი ჯარისკაცი გადაამზადეს - მილი

16 ივნ 202309:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/16/fbqx02h9zirhvgm.png

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკ მილი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მოკავშირეების ძალისხმევით, თითქმის 60 000 უკრაინელმა ჯარისკაცმა მიმდინარე ოპერაციისთვის გადამზადება გაიარა. შესაბამისი განცხადება მილიმ ბრიუსელში რამშტაინ-13-ის ფორმატის ბრიფინგზე განაცხადა.

"გლობალური ძალისხმევის შედეგად ახლა ხდება 6 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის გადამზადება", - თქვა მილიმ.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები 40 სხვადასხვა საწვრთნელ ადგილას გადიან გადამზადებას. გადამზადება 65 კურსის საფუძველზე ტარდება 33 ქვეყნის ჩართულობით, 3 კონტინენტზე.

მილი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან ამერიკამ 11 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გადაამზადა.


close დახურვა