logo
ENG



მოკლულია დეპუტატის კვიციანის ძმისშვილის მეგობარი, თავად ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ

12 ნოე 201919:42
3 წუთის საკითხავი
 
xcg7lhvsq2zd30g.png

საზარელი მკვლელობა თბილისის ზღვაზე - მოკლულია დეპუტატის, ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარი, თავად ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ. 36 წლის მამაკაცის ცხედარი თბილისის ზღვაზე გუშინ იპოვეს. მას 12 ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. 

ვერსია არ აქვს მოკლულის ოჯახს. გავრცელებული ვერსია, რომ შესაძლოა, ნოდარ ცხადაძესა და ბექა კვიციანს დაპირისპირება ქონოდათ, არ ადასტურებს გარდაცვლილის მამა. „ფორმულას“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით იძიებს საქმეს და სავარაუდო ეჭვმიტანილი, სწორედ ბექა კვიციანია. ასევე „ფორმულას" ინფორმაციით, მკვლელობა სხვა ადგილას მოხდა და ცხედარი თბილისის ზღვაზე მიიტანეს. 

„არაფერი ვიცი, გარდა იმისა, ორივეს ეძებენ ორი დღეა და ორივე დაკარგულია. ორი თვის უკან ვნახე ჩემი ძმისშვილი. ჩემი ძმისშვილი მაგის ბავშვის ნათლიაა, არავითარი ვერსია მაქვს" - განაცხადა კვიციანმა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 


close დახურვა