logo
ENG



მოლაპარაკების წინ მუშტებს არ იქნევენ - ხვალ ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრაა დაგეგმილი

29 ნოე 201917:14
3 წუთის საკითხავი
 
rqw6zve0npnv4lw.jpg

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიცია-ხელისუფლების დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე შესაძლოა ახალი წინადადებები გაჟღერდეს. 

"ყველა ჩვენი პოზიციით მივალთ და შევეცდებით ეს პოზიციები დავიცვათ. ორი აზრი არ არსებობს, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება. იქნება რამე ახალი წინადადებები მოვისმინოთ. მოლაპარაკების წინ მუშტებს არ იქნევენ. თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივიდეთ და ვილაპარაკოთ, ამ შეხვედრის წინ ხმამაღალი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს", - განაცხადა ვოლსკიმ. 

დაგეგმილ შეხვედრას მმართველი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი მამუკა მდინარაძეც ეხმაურება. მდინარაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას ითვალისწინებს. "ჩვენ არ ვაპირებთ მარგინალების და გაცვეთილი „კმარელების“ ჭკუაზე სიარულს. ჩვენთვის ერთადერთი ფაქტორია უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორები. რადგან მათი მხრიდან გარკვეული ინიციატივები არსებობს, მზად ვართ, რომ შეხვედრა გავმართოთ", - აღნიშნა მდინარაძემ. 

რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის პოზიციას, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა, დიპლომატი ამბობს, რომ დაგეგმილ შეხვედრას მიესალმება. 

 „გამოსავალი მარტივია, საჭიროა დოალოგს დაუბრუნდნენ. მნიშვნელოვანია, ის, რომ ყველა მხარე თანხმდება, დღის წესრიგში იყოს გერმანული მოდელიც და სხვა საკითხებიც. შედეგის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. მაგრამ კარგი იქნება ხვალინდელ შეხვედრაზე ეს იყოს განხილული. ასევე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ კონსტრუქციული დიალოგით დასრულდება ხვალინდელი შეხვედრა", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

 

 


close დახურვა