logo
ENG



მოლების გახსნის ერთ-ერთი პირობა კორონავირუსზე თანამშრომლების რეგულარული ტესტირებაა

12 იან 202111:46
3 წუთის საკითხავი
clock 1360
მოლების გახსნის ერთ-ერთი პირობა კორონავირუსზე თანამშრომლების რეგულარული ტესტირებაა

მოლების გახსნის ერთ-ერთი პირობა კორონავირუსზე თანამშრომლების კომპანიების ხარჯით რეგულარული ტესტირებაა

ეს მოლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა თქვა. 

„ამ ფარგლებში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ლი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, -თქვა  ირაკლი ნადარეიშვილმა.

სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების და ტრანსპორტის გახსნა დაანონსებული 18 იანვარის ნაცვლად მთავრობამ 1-ლ თებერვლამდე გადაავადა.


close დახურვა