logo
ENG



მოლოდინი გვაქვს, რომ კანონპროექტის ჩაგდებას ვერ გაბედავენ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

14 ნოე 201912:34
3 წუთის საკითხავი
 
2rwcn2mnplus005.png

პარლამენტთან "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდა ფრთა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები დეპუტატებს მოუწოდებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი, მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. მომიტინგეებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის ერთ-ერთი შესასვლელი პიკეტირებული აქვთ. 

"ყველანი გამოვალთ სახლებიდან. არავინ შეეგუება შეურაცხყოფას. ივანიშვილმა არ უნდა მოგვატყუოს. ბრიფინგი, რომელიც ჩაატარა და თქვა, რომ იქნება პროპორციული არჩევნები, გვახსოვს შიშისგან როგორც ცახცახებდა, ეტყობა ეგ დაავიწყდა. მაჟორიტარები მოდიან, რომლებიც კანონპროექტის ჩაგდებას უჭერენ ხმას და ვერც კი ბედავენ რომ შემოგვხედონ. იმასაც ვერ გვეუბნებიან რატომ არის მაჟორიტარული სისტემა უკეთესი და რა გააკეთეს მათ როგორც მაჟორიატრებმა. სახეზეც კი არ იცნობს ხალხი. ოქრიაშვილი 20 წელია პარლამენტში ზის და სახეზეც კი არ იცნობს ხალხი. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩაგდებას ვერ გაბედავენ. ყველა მოქალაქე და პოლიტპარტია მობილიზებულია. თუ ჩააგდებენ კონსოლიდერება იქნება პარტიებს შორის და მოსახლეობაც გარეთ გამოვა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

 

 

 

 


close დახურვა