logo
ENG



მომავალ კვირას ოპოზიცია ე.წ. შავ სიაზე იმსჯელებს

05 იან 202019:59
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების 2020 წლის პირველი შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ე.წ. შავი სია იქნება. შავ სიაში ის სახელმწიფო მოხელეები შევლენ, რომლებიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი საქმინობით არიან დაკავებული.

ე.წ. შავი სიის ერთ-ერთი წევრი საპატრულო პოლიციის ასმეთაური გოგა მემანიშვილი იქნება.  ეს ის პოლიციელია, რომელმაც ლაშა ჩხარტიშვილი 3 იანვარს, პარლამენტთან დააკავეს. ხელისუფლების ოპონენტების  ინფორმაციით, ჩხარტიშვილის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველის გარდა, სიაში ის პირებიც მოხვდებიან, რომლებიც სხვა პოლიტიკური დევნის ფაქტებში მონაწილეობდნენ.

დასრულების შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატები შავ სიას უცხოელ პარტნიორებს გაუგზავნიან.

სიის დამტკიცების გარდა, შეხვედრის მთავარი თემა ოპოზიციური პარტიების სამომავლო სამოქმედო გეგმა იქნება.

ე.წ. შავი სიის პირველად ვერსიაზე 6 იანვარს შეთანხმდებიან, ამისთვის პოლიტდევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის შეხვედრა გაიმართება, კომისიის მიზანია პირველ ეტაპზე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების აღრიცხვა, შემდეგ კი პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური თავდასხმების სიის ფორმირებაა, აღნიშნულ სიას კომისია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.

 


close დახურვა