მტრული რიტორიკით დღეს თავი გამოიჩინა თორნიკე რიჟვაძემაც, - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სურს მიუსამძიმროს მტრებს, რომლებსაც ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ. სავარაუდოდ რიჟვაძე პარტიის ცენტრალურ ხაზს მიყვება და მისი ეს ტექსტი უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების „უკონტროლო შემოსვლის“ მიმართ საზოგადოების პროტესტს. პროტესტი კი განსაკუთრებით იგრძნობა ბათუმში, ქალაქში მომრავლდა რუსულენოვანი ობიექტები, სადაც, ქართულ ენაზე მომსახურების სერვისი არ აქვთ, არის ბარები, რომელიც მენიუს მომხმარებლებს მხოლოდ რუსულ ენაზე სთავაზობს, ზღვისპირა ქალაქში ათეულობით ობიექტია, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან.
მომსახურება რუსულ ენაზე
05 აგვ 202220:17
3 წუთის საკითხავი