მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ის გუშინ ავარიაში მოყვა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
ავარია 30 ივლისს ნატახტართან მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.