საპარლამენტო უმრვლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს მოძრაობა “გაბედეს“ აქტივისტებმა პრესკონფერენცია ჩაუშალეს. „მთავარის“ პრესკლუბში „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი პრესკონფერენციას მართავდა, რა დროსაც მასთან აქტივისტები მივიდნენ და უთხრეს, რომ ყველგან, სადაც მივიდოდა დისკომფორტს შეუქმნიდნენ.
აქტივისტები მაჭარაშვილისგან მოითხოვდნენ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ შეცვალა დეპუტატმა აზრი და რატომ არ მისცა ხმა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს. აქტივისტები ასევე თხოვდნენ მაჭარაშვილს შეეფასებინა 20 ივნისის აქცია და გამოყენებული იყო თუ არა სპეცრაზმის მიერ პროპორციული ძალა აქციის დასაშლელად.
გარდა ამისა, აქტივისტები მაჭარაშვილის მისამართით „მონას“ სკანდირებდნენ. დეპუტატმა შენობა სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.