logo
ENG



მონა - ამ ლოზუნგით სასტუმრო ქორთიარდთან სირცხვილიას აქტივისტები კობახიძეს დახვდნენ

02 დეკ 201920:59
3 წუთის საკითხავი
 
wviczn9ryo5ih3q.jpeg

მონა - ამ შეძახილებით  პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ის  ახალგაზრდები დახვდნენ , რომლებიც უკვე ბევრი თვეა პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩაგდებას აპროტესტებენ.  სირცხვილის კორიდორში ირაკლი კობახიძეს დაცვისა და პოლიციელების თანხლებით მოუწია გავლა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ისინი დისკომფორტს ყველგან შეუქმნიან.

ირაკლი კობახიძე აცხადებს,რომ  ჯგუფები,რომლებიც პროპორციული არჩევნების ჩაშლას აპროტესტებენ,  ოპოზიციის მიერ მართულები არიან. კობახიძის პათოსს იზიარებს „ქართული ოცნება.“ უმრავლესობის ლიდერები  ამტკიცებენ , რომ გერმანული მოდელი  კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ.

მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიცია. პარალელურად  ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ მოდელს საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს - დეტალები ომბუდსმენის საშუალებით დღეს უკვე ეუთო/ოდირის მისიასაც მიეწოდება.

სანამ საერთშორისო პარტნიორები დასკვნას დადებენ  აქციების ეპიცენტრი თბილისიდან რეგიონებში გადადის . პირველი აქცია რამდენიმე დღეში ქუთაისში გაიმართება.

როდის გაიმართება მოლაპარაკების მეორე რაუნდი ეს ჯერჯერობით უცნობია. „ქართული ოცნება“ კვლავ ამბობს, რომ დიალოგისთვის  მზადაა, თუმცა გერმანულ მოდელზე კომპრომისი შეუძლებელია. 

 


close დახურვა