logo
ENG



მონა - ამ შეძახილის ფონზე და გაძლიერებული დაცვით დატოვა თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკა

29 ნოე 201919:36
3 წუთის საკითხავი
 
58ixe95x427mvdz.jpg

მონა - ამ შეძახილის ფონზე და გაძლიერებული დაცვით დატოვა თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკა. ადგილზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზაცია იყო და ისინი დღეს აგრესიულობითაც გამოირჩეოდნენ.

დააკავეს და გაიტაცეს აქციის მონაწილეები - ხელი შეუშალეს მედიას. იუსტიციის მინისტრისთვის კომფორტის შენარჩუნების შედეგი ასეთია - დაკავებული ოპოზიციონერები, აქტივისტები და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც დაკავების მცდელობისას ფიზიკური დაზიანება თვალთან მიაყენეს.

წულუკიანს არც სირცხვილი და არც დისკომფორტი უგრძვნია. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მისი შერცხვენა კი სწორედ იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგი იყო და მეტიც, სისტემის ჩაგდების შემდეგ განაცხადა, რომ დაპირება ივანიშვილს საერთოდ არ გაუცია.


close დახურვა