უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის განცხადებით, ბუჩაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დასადგენად სულ მცირე 2 კვირაა საჭირო.
"მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, სახლებისა და სარდაფების შემოწმება. ნანგრევებში ვპოულობთ ცხედრებს. საჭიროა სულ მცირე 2 კვირა, რათა ნანგრევების დებლოკირება მოხდეს და ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ დაღუპულთა რაოდენობის გარკვევას", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.