ფრანგული გამოცემა „მონდი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთს ბრიუსელში მალტის საელჩო, შესაძლოა, ევროკავშირის წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის გამოეყენებინა.
მათივე ცნობით, ბელგიის სადაზვერვო სამსახურები შეშფოთებული იყვნენ ჩინეთის შესაძლო ჯაშუშობის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის სპეცსამსახურები შეშფოთებას გამოთქვამენ საელჩოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ჯაშუშური აღჭურვილობის შეტანაზე, რომელიც ჩინეთის აგენტებმა შენობის განახლების დროს დაამონტაჟეს.
მალტის ყოფილი ელჩი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.