logo
ENG



მონებო! - მცხეთის მერიასთან მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა იმართება

03 დეკ 201915:00
3 წუთის საკითხავი
 
aot6nmb0x5uqvb4.jpeg

მცხეთაში ოპოზიციური პარტიების მსვლელობა დაიწყო. ოპოზიციური პარტიის წევრები და პარტიის აქტივისტები მსვლელობას სვეტიცხოვლიდან იწყებენ და მერიასთან დაამთავრებენ, სადაც ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე იმყოფება. მერიასთან უკვე იმყოფებიან კონტრ-აქციის წევრები და სამართალდაცველები. 

როგორც „ფორმულას“ „ნაციონალური მოძროაბის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, მსვლელობა და აქცია იქნება მშვიდობიანი.

„სწორედ დიმიტრი ხუნდაძის ოფისი მდებარეობს აქ და უნდა გავაპროტესტოთ. უნდა გავაპროტესტოთ ის ძალადობა, რომელსაც გუშინ მცხეთის მერიასთან ადგილი ჰქონდათ, როდესაც ახალგაზრდებს მოგზავნილები დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. რეალურად, სამოქალაქო საზოგადოებაში არ არსებობს დაპირისპირება. ივანიშვილი პატარა ჯგუფებით ვერ შეძლებს იმის შექმნას, რომ თითქოს რაღაც დაპირისპირება არსებობს, ჩვენ მივდივართ მშვიდობიანად და ეს იქნება მშვიდობიანი აქცია“, - განაცხადა უდუმაშვილმა.


close დახურვა