"მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ მკაცრი რჩება", - ასე აფასებს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი ეროვნული ბანკის დადგენილებას, რომლითაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25%-ით შემცირდა.
იმ ადამიანებს, რომელთაც იპოთეკური სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, გადასახადი შეუმცირდებათ. თუმცა, სოსო ბერიკაშვილის თქმით, ეროვნულ ბანკს რეფინანრისების განაკვეთის მეტად შემცირება შეეძლო.