ქუთაისში გაერთიანებული სააპელაციო საჩივრები ჩააბარეს კოლეგიას, რომელშიც ქართული ოცნების საკრებულოს ყოფილი წევრი, საპატრულო პოლიციის უფროსის მამა შოთა სირაძე განიხილავს. საქმის ერთ-ერთი მოსამართლე რომ შოთა სირაძე იქნებოდა, იმ დროს გახდა ცნობილი, როცა მოსამართლის შვილი ვაჟა სირაძე ოპოზიციის აქციისას თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან პოლიციის განსაკუთრებულ მობილიზაციას უზრუნველყოფდა. საია-ს მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ საქმე არ აიცილა.
საინტერესოა, რა ჩანაფიქრი აქვს კოლეგიას. ქუთაისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო და ამით საია-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მანამდე კი უარი თქვა თავად ჩაეტარებინა მსგავსი ექსპერიმენტი, დავის მთავარი საგანი აქაც ხმის ფარულობის ტოტალური დარღვევაა, რის გამოც საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვს.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძლიერი საქართველოს სარჩელი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციური კოალიცია ითხოვდა კრწანისის მეოთხე საარჩევნო ოლქის ვერიფიკაციის აპარატისა და სამაგიდო სიების გასაჯაროებას. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობა დააყენა, სარჩელთან ერთად ვიდეო მასალის დართვაზე, თუმცა მოსამართლემ მტკიცებულებები განსახილველად არ მიიღო. აღნიშნული ვიდეო მასალა ასახავს, თუ როგორ იყვნენ ჩართული სხვდასხვა პირები მასობრივად საარჩევნო პროცესში. სხდომას ასევე ესწრებოდნენ კრწანისის საოლქო კომისსის წარმომადგენლებიც.