logo
ENG



მორაგბე გელა აფრასიძემ ფრანგულ მონპელიესთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

21 ოქტ 201914:33
3 წუთის საკითხავი
 
ewmfo78nn7y8uvo.jpg

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მორაგბემ, გელა აფრასიძემ, ფრანგულ მონპელიესთან კონტრაქტი, 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

აფრასიძე ფრანგულ გრანდში 2017 წელს გადავიდა და ძირითად გუნდში რამდენიმე თამაში ჩაატარა. განახლებული კონტრაქტის თანახმად, ის პირველ წელს კვლავ ახალგაზრდულ გუნდში გაატარებს, მომდევნო ორ წელიწადში კი "მონპელიეს" ძირითად გუნდში დაწინაურდება.

21 წლის მორაგბეს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში უკვე 20 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული და წლევანდელ მსოფლიო თასზეც მიიღო მონაწილეობა. გელა აფრასიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

 


close დახურვა