პრორუსული, პროპუტინური, ძალადობრივი ორგანიზაციის, ალტ-ინფოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ, ტვ პირველთან ინტერვიუში, უარყო ზურაბ მახარაძის რუსეთში გამგზავრება, მაგრამ ასევე თქვა, რომ "თავად ის და პარტიული დელეგაცია მიემგზავრებიან რუსეთში, რათა მოლაპარაკებები გამართონ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც შეუძლიათ რუსულ-ქართული ურთიერთბების დალაგება".
მორგოშიას თქმით, ისინი "მალე ფინანსურად მყარად იქნებიან, რადგან გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, მათ შორის რუსეთიდან, რომლებიც მათ მხარს დაუჭერენ".
"ჩვენ გვიყურებენ, როგორც ადეკვატურ ხალხს,რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შეუძლია დაალაგოს ორ ქვეყანას [საქართველო-რუსეთი] შორის ურთიერთობა."- ამბობს მორგოშია.
13 მარტს ალტ ინფოს კიდევ ერთმა წევრმა, პრორუსმა და პუტინისტმა ზურაბ მახარაძემ ვიდეო გაავრცელდა და თქვა, რომ "უახლოესი თვენახევრის განმავლობაში ვერ იქნება თბილისში, ეთერში და მუშაობა სხვა რეჟიმს მოუწევს".