ძალადობრივი, პრორუსული ტელეკომპანიის, ალტ-ინფოს შემოსავალმა 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამის ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
კომისიის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ტელეკომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის თითქმის 100% კომპანიის მფლობელის შემოწირულება წაროადგენს.
რაც შეეხება ალტ-ინფოს იურიდიულ მფლობელებს - ესენი არიან: კოკა მორგოშიას მამიდა, ციალა მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. ორივე კომპანიის 50%-იან წილს ფლობს. ამასთან, პენსიონერი ციალა მორგოშია ანგარიშებზე თანხის შემტან პირად მიიჩნევა.
***
ევროპარლამენტართა ჯგუფი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოსა მისი ლიდერის, კოკა მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართავს.
"ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისაკენ ჯგუფ ალტ-ინფოსა და ჯგუფის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ.
ცნობილია, რომ ალტ-ინფო ავრცელებს LGBTIQ-ფობიურ სიძულვილის ენას საკუთარ მედიაარხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისის თავდასხმებში Tbilisi Pride-ზე. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ LGBTIQ-ფობიურ ძალადობას და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულნი იყვნენ, უზრუნველყონ, განსაკუთრებით LGBTIQ ადამიანების უსაფრთხოება", - აღნიშნულია წერილში.
მოგვიანებით შესაძლო დასანქცირებაზე კომენტარი თავად მორგოშიამაც გააკეთა: "ხშირად დავდივარ ევროპაში და მაგის პრობლემა არ მაქვს, ეს იქნება დროებითი... თუ მოგზაურობაზეა, ლათინურ ამერიკაში დავისვენებ, კაი ბუნებაა".