მორიგი ანგარიშსწორება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ოპონენტებზე. ოპოზიციის აქტიურ ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს აეროპორტში დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ დროს, როცა ოპოზიციის ლიდერების თქმით, ქვეყნიდან მიდიოდნენ, რათა ბიძინა ივანიშვილის, წარსულში კრიმინალური საქმიანობის დეტალები გაერკვიათ.
გამოძიება მიმდინარეობს, თავდასხმას მოწმეები ჰყავს, შემთხვევა სათვალთვალო კამერების დაკვირვების ქვეშ ხდებოდა, თუმცა ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდამსხმელების ვინაობას არ ამხელს. თავად ოპოზიცია კი მომხდარს პოლიტიკურ დევნას უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ოპონენტებს სუს-ის ზონდერები გაუსწორდნენ.