logo
ENG



მორიგი გატაცება - სოფელ კოდისწყაროსთან 2 მამაკაცი დააკავეს

12 ნოე 201907:31
3 წუთის საკითხავი
 
65ebziu2tkza2j0.png

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან. 63 წლის ზურაბ ტუხიაშვილი და 59 წლის რამაზ ზადიშვილი სოფელ კოდისწყაროს განაპირას, ე.წ. გამყოფი ხაზის სიახლოვეს დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა დააკავეს. კასპის მერის განცხადებით, რამდენიმე დღეში ცხინვალში მათი სასამართლო პროცესი გაიმართება, რის შემდეგაც მათ გათავისუფლდებიან. სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურმა ფაქტზე ცხელი ხაზი აამოქმედა, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

„ორი გატაცებული, რომლებიც არიან სოფელ კოდიწყაროს მკვიდრნი, ერთ-ერთს მისცეს საშუალება რომ დაერეკა ოჯახში და ეთქვა, რომ ისინი გადაყვანილები არიან ოკუპანტების მიერ მეორე მხარეს. უახლოეს დღეებში არის ინფორმაცია, რომ უნდა იყოს სასამართლო პროცესი, შემდგომში იმედი გვაქვს, რომ უკვე ოჯახში მოხდება მათი დაბრუნება. ე.წ. საოკუპაციო ხაზი რაც არის დარღვეული მათი მხრიდან არის ეს ბრალდება წარდგენილი როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია“, - განაცხადა მანუჩარ მერაბიშვილმა.

 

 


close დახურვა