logo
ENG



მორიგი კიბერშეტევა იმედზე და მაესტროზე

03 ნოე 201912:18
3 წუთის საკითხავი
 
kxbw5ddrvthummy.png

ტელეკომპანია „იმედზე" კიდევ ერთი კიბერშეტევა განხორციელდა. ტელეკომპანიის ცნობით, ჰაკერული თავდასხმა 2 ნოემბერს, 21:30 საათზე მოხდა. კრიპტოვირუსმა, ტელეკომპანიის ქსელში შეაღწია და ვიდეოფაილები დააზიანა. ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა სისტემის აღსადგენად. კიბერთავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობა ჯერ დადგენილი არ არის.  შეტევა იყო "მაესტროზეც", რომლის ტექნიკური დირექტორის თქმით, ტელეკომპანია შიდა ეთერით მაუწყებლობს და მხოლოდ პირდაპირი ჩართვები აქვთ.

„გუშინ დაახლოებით 10 საათისთვის დაიწყო კიბერშეტევა, წინა კიბერშეტევისგან განსხვავებით, ეს კრიპტოვირუსი აზიანებს ფაილებს. ამ ეტაპისთვის სამონტაჟო და საეთეროს სერვერები არის პარალიზებული, ვერ ხერხდება ვერც ვიდეომასალის გაშვება, რაც შეეხება აღდგენას, გამიჭირდება, რომ გითხრათ პასუხი “, განაცხადა ლაშა გაბაშვილმა.

 


close დახურვა