ე.წ. მეორე რუსული კანონი პარლამენტში დაჩქარებული წესით გადის. კიდევ ერთი დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყანას ხელისუფლებამ მოუმზადა საკანონმდებლო ცვლილებების სახით. ცვლილებებს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაშივე დაამტკიცებენ. რისი ეშინია ხელისუფლებას?! - მარტის აქციების გამოძახილი და მომავალი პროტესტისგან თავის დაცვა. პროექტიდან სწორედ ეს მიზანი ამოიკითხეს. ქვეყანაში, სადაც თავისუფალი ფურცხლის გამოც კი აკავებენ, გამოხატვის თავისუფლება სულ უფრო იზღუდება.
მორიგი რუსული კანონის დაჩქარებული განხილვა პარლამენტში
03 ოქტ 202320:42
3 წუთის საკითხავი