მორის მაჩალიკაშვილის საქმის განხილვას სასამართლო კვლავ აგრძელებს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმის წარმოდგენას უზრუნველყოფს, დაცვის მხარე კი, ჯვარედინ დაკითხვას განახორციელებს. მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა კვლავ გაგრძელდება, ბრალდების მხარე 200-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების გამო დააკავეს და ბრალს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.