ავსტრიის ქალაქ გრაცში ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა ერთეულში მორის ყვითელაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მოკლე პროგრამის შემდეგ ყვითელაშვილი მეოთხე ადგილზე იყო და მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა.
ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალ პროგრამაში მესამე შედეგი აჩვენა, 164 ქულა დაიმსახურა და გამოსვლა, საბოლოოდ, მესამე ადგილზე დაასრულა.
ქართული ფიგურული ციგურაობისთვის ეს ისტორიული შედეგია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მედალი აქამდე მხოლოდ ელენე გედევანიშვილს ჰქონდა მოპოვებული.