logo
ENG



მოსამართლეების წინააღმდეგ 215 დისციპლინური საჩივარია შესული - დამოუკიდებელი ინსპექტორი

24 თებ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ერთწლიან მუშაობას აჯამებს. ანგარიშის წარდგენა ახალ ინსპექტორს ზურაბ აზნაურაშვილს მოუწია, რომელიც ამ თანამდებობას დაახლოებით ერთი თვეა იკავებს.

ინსპექტორის ცვლილების მიზეზი კი ისაა, რომ ყოფილი ინსპექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს მოსამართლეების წინააღმდეგ სულ 215 დისციპლინური საჩივარია შესული. მოსამართლეების მხრიდან დისციპლინურ გადაცდომებს, სწორედ დამოუკიდებელი ინსპექტორი სწავლობს. 

ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, 215 საქმიდან უმრავლესობა არის მოკვლეული და დასკვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი. 

"საქმეების 97% არის მომზადებული დასკვნები. 215 საქმიდან, ყველა ელოდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. ბოლო სხდომა ჩატარდა გასული წლის მარტში", - განაცხადა მან. 

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში იუსტიციის დისციპლინური საბჭოს 1-წლიან პაუზას მოსამართლეების შერჩევის პროცესთან აკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ საბჭო მუშაობას მალე განაახლებს. 

"რეფორმა, რომელიც ეხებოდა დისციპლინურ სამართალწარმოებას სრულად არის განახლებული. ამ პროცესში მივიღეთ დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. ვგეგმავთ, რომ უახლოეს პროცესში საბჭო განაახლებს დისციპლინური საქმეების განხილვას", - განაცხადა უზენაესის უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძე​მ

ფაქტს ასევე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. ჯანეზაშვილის თქმით, ახალი ინსპექტორიც სასამართლოს კლანის ინტერესების გამტარებელია. 

"დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტიც შემოიღეს, იმიტომ რომ უფრო ეფექტიანი გამხდარი დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი. შედეგად მივიღეთ ის, რომ ორივე ადამიანი ქეთევან ცინცაძეც და აზნაურაშვილიც არიან ჩინჩალაძის პროტეჟეები. ისინი არ არიან დამოუკიდებლები და იცავენ ჩინჩალაძის ინტერესებს", - აღნიშნა ჯანეზაშვილმა. 

 


close დახურვა