logo
ENG



მოსამართლემ სააკაშვილის პროცესზე ორი ადვოკატი არ შეუშვა, სხვა ადვოკატებმა პროცესი დატოვეს

10 ნოე 202116:19
3 წუთის საკითხავი
 
მოსამართლემ სააკაშვილის პროცესზე ორი ადვოკატი არ შეუშვა, სხვა ადვოკატებმა პროცესი დატოვეს

მოსამართლემ სააკაშვილის პროცესზე ორი ადვოკატი არ შეუშვა, სხვა ადვოკატებმა პროცესი დატოვეს

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ, ნინო ელიეშვილმა უარი განაცხადა, სხდომაზე ადვოკატები, ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი დაეშვა. 

მისი განმარტებით, უკვე მიმდინარე სხდომაზე ადამიანების შესვლა არ შეიძლება. 

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე შესვენების გამოცხადება მოითხოვა, რის შემდეგაც გვარამია და საძაგლიშვილი დარბაზში შესვლას შეძლებდნენ, თუმცა, მოსამართლემ შესვენება არ გამოაცხადა. 

ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ შეიძლება ადვოკატებს დამატებითი ინფორმაცია ჰქოდნეთ, რაც მნიშვნელოვანია პროცესისთვის. 

მოსამართლისგან უარის მიღების შემდეგ მან თქვა, რომ ამ შემთხვევაში დღევანდელ პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მან და ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სასამართლო დარბაზი დატოვეს. 

მანამდე, პროცესზე, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. 

სასამართლოს დარბაზში ექსპრეზიდენტის გადაყვანაზე უარი განაცხადა იუსტიციის სამინისტომ. მათი განცხადებით, შესაძლოა, გადაყვანის დროს "შესაძლოა მომხდარიყო დესტრუქციული ქმედებები 500-600 მანქანის მონაწილეობით". 

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ შემდგომი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს დაინიშნა. 

"ისინი ელოდებიან, როდის დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა ისე, რომ სასამართლო დარბაზში მოსვლა ვერ შეძლოს". - განაცხადა ადვოკატმა. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა, შიმშილობს. 8 ნოემბერს ის მოტყუებით გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 საავადმყოფოში. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეუყრაცხყოფა და მოუწყვეს ე.წ შუმოკი - პატიმრებმა ერთხმად აგინებს და როგორც ადვოკატი და სახალხო დამცველი ამბობენ, გინების ხმა ექსპრეზიდენტის საკანში ახლაც ისმის. 

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება. 


close დახურვა