logo
ENG



მოსაყდრე შიო არის პროექტი, რომელსაც ლობირებდა ოცნება-თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

30 ოქტ 201908:17
3 წუთის საკითხავი
 
u9fqb37pp78ye36.png

წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. სავარაუდო განსახილველი თემა მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება იქნება. ვინ გამოიძიებს მეუფე იაკობის საქმეს? - პროკურატურა თუ სინოდი.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ბოლო დღეებში საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს, საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის არსებულ პრობლემად მიიჩნევს. ტიგინაშვილმაფორმულასთან" საუბრისას, მეუფე შიო "ქართული ოცნებისა" და რუსეთის პროექტად მოიხსენია. 

"აღმაშფოთებელი და საფრთხის შემცველია ეკლესიის პოლიტიკასა და მის გადაწყვეტილებებში ხელისუფლების უხეში ჩარევა. პრაქტიკულად წარმოჩინდა, რომ მოსაყდრე შიო არის პროექტი, რომელსაც ლობირებდა  გარკვეული შტო "ქართული ოცნების" და ამავე დროს ის არის სიმპათია რუსეთის გავლენიანი საეკლესიო და ფე ეს ბეს-ული კოლეგიისა,-" განმარტავს ტიგინაშვილი.  

საპირისპიროს ამტკიცებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომლის თქმითაც იგეგმება სინოდის მორიგი შეხვედრა. შესაბამისად, დღეს რაიმე მნიშვნლოვანი ცვლილებაზე მსჯელობა, მათ შორის, პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით, არ იგეგმება.

"არანაირი გადადგომა და განცხადების გაკეთება არ იგეგმებოდა, არც იგეგმება და სრულიად არ არის ეს დაკავშირებული მისი უწმინდესობის ქალაქიდან გასვლასთან. მან მიიღო გადაწყვეტილება სინოდის მოწვევის თაობაზე,"-აღნიშნავს დეკანოზი.


close დახურვა