საახალწლო სუფრის გაშლა მოსახლეობას წლიდან წლამდე სულ უფრო უჭირს. პროდუქტების გაძვირების გამო, ბაზრიდან ხელცარიელიც კი ბრუნდებიან. განსაკუთრებით მძიმეა პენსიონერების და სოციალურად დაუცველების მდგომარეობა. არადა პრემიერი მთელი წელი თავს ეკონომიკური პარამეტრებით იწონებდა. ზრდაზე მიუთითებს სტატისტიკაც. 2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა თითქმის 7%-ით გაიზარდა - რატომ არ აისახება ეს მაჩვენებელი რიგით მოქალაქეებზე? სპეციალისტები არათანაბარ გადანაწილებაზე ლაპარაკობენ, შედეგად - ისევ მდიდრდება შეძლებული ფენა. საარსებო შემწეობაზე კი 440 ათასამდე ადამიანია დამოკიდებული.
მოსახლეობა წინასაახალწლოდ გაძვირებულ პროდუქტზე
29 დეკ 202320:22
3 წუთის საკითხავი