logo
ENG



მოსახლეობის 51% ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა - IRI-ს კვლევა

02 აგვ 202117:50
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/02/n13uhkq6yyzxief.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51% ხელისუფლების მუშაობას ნეგატიურად აფასებს. [23% - ძალიან ცუდად, 28% - უფრო ცუდად, ვიდრე კარგად]

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს მიაჩნია, რომ მთავრობა კარგად მუშაობს. 38% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მუშაობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია. 


close დახურვა