ედისონმა ასევე გამოიკვლია მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და განწყობები.
გამოკითხულთა 44% აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით, მისი ცხოვრება თითქმის იგივეა.
24% აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა შედარებით უარესია
19% გაცილებით უარესი.
მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მხოლოდ 13% საუბრობს , 11% აცხადებს რომ მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესია, გაცილებით უკეთესად კი მხოლოდ 2% თვლის თავს.
მეთოდოლოგია
„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.