logo
ENG



მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს

10 ნოე 202411:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/10/4zc8rdjm9oxxxp6.png

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.

როგორც მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, ეს დრონებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. ის ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ მცირე 22 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. რუსული მხარის მტკიცებით, თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სობიანინი აცხადებს, რომ ჩამოგდებული დრონების ნაწილები რამენის ოლქში იპოვეს, სადაც მოსახლეობას აფეთქებების ხმა ესმოდა.

მომხდარის გამო აეროპორტები ვნუკოვო და დომოდედოვო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ - ზოგი რეისი მოსაცდელ ზონაში გადაიტანეს, ზოგი კი დაგვიანდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ იერიშს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ხანძრის ვიდეოები.


close დახურვა