რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, წარმომადგენლობა მუშაობას 1-ლი ნოემბრიდან შეაჩერებს.
რია ნოვოსტის ცნობით, 1-ლი ნოემბრიდან ასევე შეჩერდება ნატოს სამხედრო კავშირის წარმომადგენლობის მუშაობა მოსკოვში.
ლავროვის განცხადებით, მოსკოვთან კონტაქტისთვის ალიანსმა უნდა მიმართოს რუსეთის საელჩოს ბელგიაში.
”რუსეთი აღარ მოაჩვენებს თავს, თითქოს უახლოეს მომავალში შესაძლებელია ნატო-სთან ურთიერთობის შეცვლა რამე ფორმით". - ამბობს სერგეი ლავროვი.