შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს და საბრძოლო მასალას გადასცემს, ამ ფონზე კი რუსეთი მუქარას განაგრძობს.
„უკრაინელი სამხედროების მხრიდან ვხედავთ დივერსიისა და თავდასხმის მცდელობებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
თუ მსგავსი შემთხვევები გაგრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეუტევენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევს, რისგანაც რუსული არმია ამ დრომდე თავს იკავებდა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.