თბილისში, მოსკოვის გამზირზე, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ფორმულა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ორივე უწყებაში განაცხადეს, რომ ადგილზე არავითარ ღონისძიებას არ ატარებენ.
ადგილზე კინოლოგები და ექსპერტკრიმინალისტებიც იმყოფებიან. სავარაუდოდ ისინი ერთ-ერთი შენობის ჩხრეკას ატარებენ.
"ფორმულას" გადამღები ჯგუფი დამატებითი დეტალების გარკვევას ადგილზე ცდილობს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საზმაუს ცნობით, სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება.