მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ გუშინ ღამით უკრაინამ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა სცადა.
სობიანინის თქმით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა კიევის მცდელობა აღკვეთეს
"ღამით მტერმა [უკრაინამ] უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სცადა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ჩამოაგდეს. არ არის ზიანი ან დაშავებულები" - წერს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 24 ივლისის ღამეს მოსკოვში ორი დრონი არასაცხოვრებელ შენობას შეეჯახა. ერთი დრონი ლიხაჩოვის გამზირზე მშენებარე ბიზნეს ცენტრს დაეჯახა, მეორე კი - კომსომოლსკის გამზირზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჯგუფის ცარიელ შენობას. შედეგად, სობიანინის თქმით, შენობა დაზიანდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.