logo
ENG



მოსკოვის რეგიონში, Wildberries-ის საწყობზე დრონით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

18 ივლ 202612:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/18/wt815nngugj5ycr.png

ტამბოვის ოლქის გუბერნატორის ევგენი პერვიშოვის ინფორმაციით, 25 ადამიანი დაშავდა, 7 დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში  Wildberries-ის უმსხვილეს ლოგისტიკურ ცენტრს დაარტყეს. 

"ღამის ცვლაში მომუშავე შვიდი ადამიანი ადგილზე დაიღუპა", - დაწერა პერვიშოვმა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით,  Wildberries-ის საწყობზე დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად დაშავებულთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.

"ღამით მოსკოვის ოლქი თავდასხმის ქვეშ მოექცა. Wildberries-ის საწყობის ტერიტორიაზე, ელექტროსტალში, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია", - დაწერა ვორობიოვმა.

ვორობიოვის ცნობით, ასევე დრონის ჩამოვარდნამ ნოგინსკში ნავთობის საწყობში ხანძარი გააჩინა, სადაც მეხანძრეები და სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.

უკრაინის სამხედროებმა 18 ივლისის ღამეს მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური შეტევა მიიტანეს. ოფიციალური ცნობით, რეგიონზე დარტყმა 50-ზე მეტი დრონით განხორციელდა – ხანძარი გაჩნდა ნოგინსკის ნავთობბაზაზე, ქალაქ ელექტროსტალში კი Wildberries-ის უმსხვილეს ლოგისტიკურ ცენტრში.

ბოლო თვეებში უკრაინამ გააძლიერა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო, სამრეწველო და ენერგეტიკულ ობიექტებზე შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების კამპანია. კიევი ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტებს კანონიერ სამხედრო სამიზნეებად მიიჩნევს, რადგან უკრაინული მხარის შეფასებით, სწორედ ეს ენერგეტიკული ობიექტები ამარაგებს საწვავით და აფინანსებს კრემლის სამხედრო ძალისხმევას.

უკრაინული დრონების იერიშების შედეგად დაზიანდა ნავთობბაზები, შეფერხდა მსხვილი საწარმოების წარმოება, ხოლო ზოგიერთ ობიექტზე საქმიანობა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.

 


close დახურვა