logo
ENG



მოსკოვის სასამართლომ ტვიტის გამო Pussy Riot-ის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

27 მარ 202416:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/27/dktluqd3jngslub.png

მოსკოვის სასამართლომ Pussy Riot-ის წევრს, ლუსი შტეინს ტვიტის გამო დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შტეინის წინააღმდეგ ე.წ. ფეიკების საქმის აღძვრის შესახებ 2023 წლის თებერვალში გახდა ცნობილი. წარმოების დაწყების მიზეზი რუსული არმიის შესახებ მისი 2022 წლის ტვიტი გახდა. თავის ტვიტში შტეინმა შეაფასა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები რუს ტყვეებს ფეხებში ესროდნენ.

2021 წელს ლუსა შტეინს ე.წ. სანიტარულ საქმეზე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან რუსეთი დატოვა და სასჯელაღსრულების ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ძებნაში გამოაცხადა.


close დახურვა