logo
ENG



მოსკოვის ცათამბჯენს ისევ შეეჯახა დრონი

01 აგვ 202311:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/01/07bj22uzwrb6lwv.jpg

მოსკოვის მერის განცხადებით, მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე დრონი გაუშვეს, თუმცა ისინი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი დრონი მოსკვა-სიტის შენობას მოხვდა, რომელიც მანამდეც, 30 ივლისსაც გახდა დრონების სამიზნე. შედეგად დაზიანდა შენობის 21-ე სართულის ფასადი და ჩამსხვრეულია მინები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეაჩერა "კიევის რეჟიმის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმის მცდელობა მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე". უწყების ინფორმაციით, სულ თავდასხმაში სამი დრონი მონაწილეობდა. ორი მათგანი საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქის ოდინცოვოსა და ნაროფომინსკის რაიონების ტერიტორიაზე ჩამოაგდო. ხოლო მესამე რადიოელექტრონული ბრძოლის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან, რის შემდეგაც ის მოსკოვი-სიტის არასაცხოვრებელი შენობების კომპლექსს დაეჯახა.

TASS-ის ცნობით, დრონი დაეჯახა მთავრობის "IQ კვარტალს", სადაც განთავსებულია ციფრული განვითარების სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ოფისები. გამოცემა Astra-ს ინფორმაციით, შენობის 21-ე სართულზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მდებარეობს.


close დახურვა