logo
ENG



მოსკოვში, რუსეთის გენერალური შტაბის მაღალჩინოსნის მანქანა დაიწვა

28 აგვ 202200:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/28/6elgoptsuenw3g5.png

მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მაღალჩინოსნის მანქანა დაიწვა.

BMW-ს ტიპის ავტომობილი, რომელიც გენშტაბის უფროსის მოადგილეს, ევგენი სეკრეტარევს ეკუთვნის, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში იყო გაჩერებული, როდესაც დაიწვა.

გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენამდე მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ქალი დააფიქსირეს.

ევგენი სეკრეტარევი მუშაობს გენშტაბის მე-8 განყოფილებაში, რომელიც სამხედრო ცენზურაზე არის პასუხსიმგებელი. ამ განყოფილების თანამშრომლები აკონტროლებენ მედიას და მასმედიაში რუსული ჯარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 


close დახურვა