გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, 28 აპრილს კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
გარდა ამისა, გაეროს გენერალური მდივანი შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს, რათა ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებაზე იმსჯელონ.
გუტიერეშის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება 26 აპრილსაა დაგეგმილი.