logo
ENG



მოსკოვში კაცმა, რომელსაც, სავარაუდოდ, სესხი ჰქონდა, ბანკში მძევლები აიყვანა

23 მაი 202018:02
3 წუთის საკითხავი
 

ამ წუთებში მოსკოვში "ალფა-ბანკის" ფილიალში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კვების კომპანიის კურიერის ფორმაში ჩაცმული კაცი შენობაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

მოლაპარაკებები ეჭვმიტანილთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს.

გამოძიების ცნობით, თავდამსხმელს ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა თან. მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად კაცის სასესხო დავალიანება სახელდება. 


close დახურვა