მოსკოვში კორონავირუსისას დაწესებული შეზღუდვების გამო 15 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი დეპუტატები და აქტივისტები არიან. სამართალდამცველებმა ისინი ქალაქის ცენტრში, ჟურალისტი ილია აზარის მხარდასაჭერად გამართული აქციისას აიყვანეს.
აზარს მოსკოვის სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა კარანტინის შეზღუდვების დარღვევის გამო მიუსაჯა. ის პოლიციის ერთ- ერთი განყოფილებასთან აქივისტის დაჭერას აპროტესტებდა, რომელიც მაღალჩინოსანი პოლიციელების კორუფიაში მონაწილეობას იკვლევდა.