logo
ENG



მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიცრის მანქანა აფეთქდა

24 ივლ 202414:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/24/xxmkpoo45iyr90o.png

მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის ანდრეი ტორგაშევის მანქანა აფეთქდა.

რუსული გამოცემა კომერსანტის თანახმად, ანდრეი ტორგაშევმა შემთხვევის შედეგად ორივე ფეხის კიდური დაკარგა და ამჟამად მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, კლინიკაში იმყოფება მისი ცოლიც, რომელიც შემთხვევის შედეგად დაშავდა.

რუსული მედია წერს, რომ გამოძიება უკრაინული სპეცსამსახურების ქმედებებთან დაკავშირებულ ვერსიაზე მუშაობს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქება მძღოლის სავარძლის ქვეშ განთავსებული დაუდგენელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად მოხდა.


close დახურვა