მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაკვამლიანება ახლო მდებარე რაიონებშიც ჩანს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალებსა და ნაგავს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ინფორმაცია დაშავებულების ან/და დაღუპულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება. სხვადასხვა მედიის ცნობით, ხანძარი ФСБ-ს აკადემიის მახლობლად გაჩნდა.