მოსკოვში, ჯგუფ მგზავრების კონცერტი გადაიდო. კონცერტი 24 აპრილს, "კროკუს სითი ჰოლში" იყო დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია კონცერტის გამართვის ახალი თარიღი, თუმცა როგორც ღონისძიების ანონსში წერია, კონცერტის გამართვის ახალ თარიღს მოგვიანებით გამოაცხადებენ.
გარდა ამისა, ქართულ ჯგუფ მგზავრებს კიდევ ერთი კონცერტი აქვთ დაგეგმილი ქალაქ ეკატერინბურგში, რომელიც 29-30 აპრილს უნდა ჩატარდეს.