logo
ENG



მოსწავლეზე შესაძლო გარყვნილი ქმედების გამო ხარაგაულში მასწავლებელი დააკავეს

12 ნოე 201914:35
3 წუთის საკითხავი
 
z3b4h6o25kaea1d.png

მოსწავლეზე შესაძლო გარყვნილი ქმედების გამო ხარაგაულის რაიონში სკოლის მასწავლებელი დააკავეს. მეცხრეკლასელმა გოგონამ სკოლის დირექტორს განცხადებით მიმართა, სადაც აღწერდა თუ როგორ ძალადობდა მასწავლებელი მასზე. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

„ბავშვმა მასწავლებელი დაადანაშაულა ხელით შეხებაში სხეულის ზედა ნაწილებზე, მომიტანა განცხადება. რა თქმა უნდა, საქმეს მივეცით კვალიფიკაცია. როგორც კანონი ითვალისწინებს, ეს არის დასჯადი ქმედება, შევატყობინე შესაბამის ორგანოებს. მიმდინარეობს ძიება,“ - აცხადებს სკოლის დირექტორი.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სკოლის დირექტორს მასწავლებლის გათავისუფლება უნდოდა, რისთვისაც მოსწავლე გოგონა გამოიყენა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.


close დახურვა