ეხმარებოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლით მომარაგებაში. ივანიშვილის მთავრობის დუმილი ძირითად საკითხებზე კიდევ მეტ კითხვას აჩენს. ღარიბაშვილს ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებაზე იმ უკრაინულ ქარხანასთან, რომლის დირექტორი სამშობლოს ღალატის ბრალდებით უკრაინაში დააკავეს. კიევი იძიებს იმასაც, რომელია ის მესამე ქვეყანა, რომლითაც მოტორ სიჩი ვერტმფრენის ძრავას რუსეთს საიდუმლოდ აწვდიდა.