logo
ENG



მოუთმენლად ველი, რომ დავეხმარო საქართველოს წარმატების მიღწევაში - აშშ-ის ახალი ელჩი თბილისშია

30 იან 202008:17
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი თბილისშია.

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ ელჩის თანამდებობა კელი დეგნანმა დაიკავა. ელჩის მოვალეობის შესრულებას ის უახლოეს დღეებში, მას შემდეგ შეუდგება, რაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ვიმსახურო და მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობაში. თითქმის 30 წელია ერთად ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის გაძლიერებაში, განათლებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების საკითხებში. ვფიქრობ, რომ საქართველო ბევრ პროგრესს მიაღწია წლების განმავლობაში და გასაკეთებლი ჯერ კიდევ ბევრი რამეა. მოუთმენლად ველი საელჩოში ჩემს გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად დავეხმარო საქართველოს, რომ მიაღწიოს სტაბილურობას, წარმატებას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი თეთრმა სახლმა 2019 წლის სექტემბერში წარადგინა. ის ბოლო დრომდე აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი იყო. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა. 

 

 


close დახურვა